суббота, 15 марта 2014 г.

ტრენინგის მე-9 დღე---რეფლექსია
დღევანდელ დღეს მე და ჩემმა კოლეგებმა წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა  და დამხმარე მასალების პრეზენტაცია. გადავხედეთ ჩვენს მიერ შედგენილ სასწავლო პროექტების პორტფოლიოს და დასრულების შემდეგ ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე.განვიხილეთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოვახდინეთ უკუკავშირი ვფიქრობ  ამ კურსის პერიოდში   მიღებული ცოდნა დამეხმარება  დავგეგმო და შევქმნა ისეთი საინტერესო პროექტები, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს 21-ე საუკუნისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანას ასეთი შრომისმოყვარეობისათვის  და პასუხისმგებლობისათვის.
ტრენინგის მე-8 დღე
ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, რომელმაც ბევრი საინტერესო და სასიამოვნო გვაჩუქა. დღეს გადავხედეთ ერთმანეთის ნამუშევრებს მოვახდინეთ უკუკავშირი. განვიხილეთ ფასილიტაცია.
ტრენინგის მე-7
ამ დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის ნიმუშები.მოვახდინეთ უკუკავშირი.  შევისწავლეთ თუ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები. შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისათვის. გავაკეთეთ რეფლექსია.
ტრენინგის მე-6დღე

განვიხილეთ მე -4 მოდულის საკითხები. ინტერნეტის უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთ.
 ვნახეთ ერმანეთის ნამუშევრები და მოვახდინეთ  უკუკავშირი.
დღევანდელი  დღის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ყოველი დღე  განსხვავებულია და საინტერესო, რაც გვიადილებს  გადატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ მუშაობას.

ტრენინგის მე-5დღე
დღევანდელი დღე ძალიან ხალისიანი იყო. ვისაუბრეთ როგორ მივაღწიოთ შედეგებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში .ვნახეთ სტანდარტების და მიზნების რუბრიკები. ვისწავლეთ როგორ უნდა  შეუსაბამოთ პროექტს. ვისწავლეთ   წყაროს ციტირება. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.  გა ვიხსენეთ  საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა.



ტრენინგის მე-4 დღე

დღვენდელი დღეც ჩვეულებრივი რეჟიმით დავიწყეთ. ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე და სტრატეგიებზე, განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე. დავიწყეთ დროში გაწერილი გეგმის  შექმნა.
 ვნახეთ ერთმანეთის პორტფოლიო და გაუკეთეთ უკუკავშირი.



ტრენინგის  მე-3 დღე
ვისწავლეთ  კომენტარების  გაკეთება  და  ბლოგებზე ერთმანეთს გავუკეთეთ  კომენტარები .ვისაუბრეთ სტანდარტების, მიზნების, თემის შესახებ. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვები, რაც ჩემთვის სიახლე იყო.





ტრენინგის 1-2 დღე    

     . მოველოდი   სიახლეებს და   მეშინოდა   კიდეც,   მაგრამ ტრენინგი  საინტერესოდ  დაიწყო.  მოთელვის   მიზნით გვაჩვენა ფილმი  და ჩვენც  ჩავერთეთ  მუშაობაში.  ტრენერის დახმარებით  გამიადვილდა  მუშაობა . შევქმენი საქაღალდები  ,გავეცანი პორტფოლიოს სტრუქტურას  , 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,წავიკითხეთ და გავაანალიზეთ  მუდული 1.
      ვისწავლეთ ბლოგის  შექმნა და მუშაობა, რაც მომეწონა და გამიადვილდა.მეგონა ვიცოდი ელექტრონული წიგნით მუშაობა, მაგრამ ახლა ვისწავლეთ ახალი ფორმატით მუშაობა. ვისწავლე ,,გუგლ დრაივით'' მუშობა, რასაც გამოვიყენებ გაკვეთილებზე. მე მგონია რომ ბავშვებს მოეწონებათ,და ხალისით იმუშავებენ.  კმაყოფილი ვარ.